საბაზრო კვლევა
უკრაინა
უკრაინას გააჩნია მკაცრი და პირდაპირი პოზიცია, რომ დააკმაყოფილოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ევროპული სტანდარტები და ნორმები. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობა, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება, პრიორიტეტად მიიჩნევს კულტურული მემკვიდრეობების საკითხს. ეროვნული თუ საერთო ტრანსსასაზღვრო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. ტურიზმი, დღევანდელი უკრაინის ეკონომიკისთვის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე და ისტორიული ტურიზმი ახალი მიმართულებებია, იგი მაინც წარმოადგენს ეროვნულ დონეზე ტურიზმის პოპულარულ და მნიშვნელოვან სახეობას.
საბერძნეთი
საბერძნეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აქტიურად ახორციელებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ქვეყნის ეკონომიკაში ისევე, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარებაში. საბერძნეთში მატერიალური მემკვიდრეობის აქტივები დაცულია საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მიერ. სამინისტრო წარმოადგენს მემკვიდრეობის აქტივების დაცვის მართვის მოქნილ სტრუქტურას, რომელიც ზრუნავს მხოლოდ ამ აქტივების დაცვაზე და აყენებს მას პრიორიტეტად მართვის ბიუროკრატიული ასპექტების მიუხედავად. დღესდღეისობით მემკვიდრეობის მართვა რეგიონის მდგრადი მმართველობის გეგმებში ყველაზე მთავარი ნაწილია. საბერძნეთი წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ქვეყანას ტურისტების უზარმაზარი ნაკადებით.
მოლდოვის რესპუბლიკა
მოლდოვა, როგორც ევროკავშირის მეზობელი ქვეყანა, ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებასა და განახლებადი ენერგოსისტემების გამოყენებაში გამოიხატება. დღესდღეისობით ქვეყნის მთავარი პოლიტიკაა ევროკავშირის სხვადასხვა მითითებისა და შიდა საკანონმდებლო დოკუმენტების მორგება/ინტეგრირება ქვეყნის ეკონომიკასა და საყოფაცხოვრებო სფეროებში. ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქვეყნის კულტურული, ისტორიული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის პროცესში. არქიტექტურული ელემენტები, ქალაქებსა თუ სოფლებში, ყველაზე წარმომადგენლობითი ნაწილია და შეადგენს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს. დღევანდელი პოლიტიკის მთავარი გამოძახილია, რომ უკვე არსებული კულტურული მემკვიდრეობები გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
ბულგარეთი
ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურ მიმართულებას და შენობების ევროპული სტანდარტებით მშენებლობას. ასობით ისტორიული შენობა ბულგარეთში, რომლებიც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის საგანია, არ შეესაბამება ენერგოეფექტურობის თანამედროვე მოთხოვნებს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, თუმცა ეს ფაქტორები კონტროლირებადია და მიმდინარეობს არსებულ სიტუაციაზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის ბევრი სამუშაო ხორციელდება, მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ განახლებადი ენერგიების სისტემებზე და იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც დაგვეხმარება კულტურული და ისტორიული შენობების კონსერვაციის პროცესში. ბულგარეთის მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და მათი დანერგვა ქვეყნის ეკონომიკაში.
რუმინეთი
რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და დღესდღეისობით იგი დიდ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურობის მიმართულებას. ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკის ყველა სფეროში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაში და ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზება ისტორიული მემკვიდრეობების პრეზერვაციის პროცესში. ეკონომიკის განახლებისთვის პრიორიტეტული პროცესია ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოსისტემების დანერგვა ქვეყანაში, თუმცა ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ამ თვალსაზრისით ჩვენი პროექტი წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ დიდი წვლილი შეიტანოს ამ საკითხის მოგვარებაში.
საქართველო
წლიდან საქართველო გახლავთ ენერგეტიკის საზოგადოების წევრი, რაც საშუალებას იძლევა ქვეყანამ შეასრულოს ევროკავშირის რიგი მითითება ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში. საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ჰიდროენერგეტიკაში, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ სრულად მოამარაგოს მთელი ქვეყანა ელექტროენერგიით. გარდა ამისა მოძველებული შენობები და ენერგოტექნოლოგიები ჯერ ისევ აქტუალურია ქვეყანაში. დღესდღეისობით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროების გამოყენების განვითარებას არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიულ სფეროებში, არამედ კულტურული და ისტორიული ძეგლების პრეზერვაციის პროცესში, რაც ქვეყნის ტურისტული მომხიბვლელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი ქვეყანას აძლევს საშუალებას გამოიყენოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, რაც რეგიონის პოტენიცალისთვის უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა.
პარტნიორების ერთობლივი კონტრიბუცია
შავი ზღვის რეგიონი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობების მრავალფეროვნებით და შავი ზღვის რეგიონის ყოველი სახელმწიფო ამაყობს თაობების მიერ დატოვებული ისტორიული მემკვიდრეობით. თუმცა, უახლესმა მემკვიდრეობამ – კონფლიქტებმა, ცივმა ომმა და პოლიტიკურმა დაყოფამ – ამ უმდიდრესი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი მოამწყვდია მიტოვებული, განვითარებადი საზღვრების ტერიტორიებზე.
კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ ეროვნული თუ ისტორიული სენტიმენტების ფასეულობაა, არამედ პოტენციური ეკონომიკური აქტივია, რომელიც სიღარიბის ზღვარზე მყოფი სასაზღვრო რეგიონების განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანას აერთიანებს ერთიდაიგივე პრობლემა – კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პრეზერვაცია და კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტირება.
ამიტომ, პროექტ GreeTHIS ყველა პარტნიორმა ქვეყანამ შეიმუშავა კვლევა ენერგოეფექტურობასა და კლიმატისადმი ადაპტაცია ისტორიული მემკვიდრეობების შენობებში.